weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

რასიზმზე ცნობიერების ამაღლების გამო ჰამბურგის სუპერმარკეტში უცხოური პროდუქტი აიღეს

17:44 შაბათი, 26 აგვისტო 2017

გერმანიის სიდიდით მეორე ქალაქ ჰამბურგში მდებარე უმსხვილესმა სუპერმარკეტმა „ედეკამ“ საკუთარი დახლებიდან ყველა უცხოური პროდუქტი აიღო და მხოლოდ ადგილობრივი დატოვა, რითაც რასიზმისა და ქსენოფობიის პრობლემაზე მიანიშნა.

„ასე ცარიელია თარო უცხოელების გარეშე“, „ამ თარომ განსხვავებულობის არქონის გამო მოიწყინა“ - ამგვარი ლოზუნგები დახვდათ სუპერმარკეტში შესულ მომხმარებლებს, რომლებმაც „ედეკაში“ თითქმის ცარიელი დახლები ნახეს, რადგან ამოღებული იყო ბერძნული წარმოების ზეთისხილი, ესპანური წარმოების პომიდორი და ა.შ.

„ედეკა განსხვავებულობის მხარეს დგას. ჩვენ ასორტიმენტში საკვების ფართე მოცულობა გვაქვს გერმანიის სხვადასხვა რეგიონიდან, მაგრამ სხვა ქვეყნების პროდეუქტებთან ერთობლივად ვქმნით იმ უნიკალურ ნაირფეროვნებას, რაც ჩვენ მომხმარებელს მოსწონს“ - განაცხადა სუპერმარკეტის წარმომადგენელმა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]