weather cur horoscope tv
ივნისი 21, 2024

მაიკლ მური დუეინ ჯონსონს ამერიკის პრეზიდენტად გახდომისკენ მოუწოდებს

10:49 პარასკევი, 05 მაისი 2017

ცნობილმა ამერიკელმა ოსკაროსანმა დოკუმენტალისტმა რეჟისორმა და აქტივისტმა, მაიკლ მურმა გამოცემა Variety-სთან საუბარში ყოფილ რესლერსა და ჰოლივუდის მსახიობს, დუეინ ჯონსონს მოუწოდა, მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭი იყაროს.

„წარმოიდგინეთ რა უსაფრთხოდ ვიქნებოდით, პრეზიდენტი „კლდე“ (The Rock - დუეინ ჯონსონის მეტსახელი) რომ ყოფილიყო. არავითარი ვინ დიზელი! მხოლოდ „კლდე“, ანდა ლიამ ნისონი, მაგრამ ლიამ ნისონი ვერ გახდება პრეზიდენტი, რადგან კონსტიტუციაში გვიწერია, რომ აქ დაბადებული უნდა იყო პრეზიდენტი რომ გახდე. ასე რომ, ვინაა ამერიკელი ლიამ ნისონი?! რათქმაუნდა „კლდე““, - განაცხადა ტრამპის პოლიტიკის მწვავე კრიტიკოსმა მაიკლ მურმა.

აღსანიშნავია, რომ მაიკლ მურმა გასული წლის ნოემბერში ტელეარხ CNN-ის გადაცემა „State of the Union“-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე ისაუბრა და დისკუსიისას დემოკრატიული პარტიის შეცდომებს გაუსვა ხაზი. მისი აზრით, ისეთი ცნობადი სახეები, როგორებიც პოპულარული ტელეწამყვანი ოპრა უინფრი და ორგზის ოსკაროსანი მსახიობი ტომ ჰენკსი არიან, დემოკრატების მხრიდან ჰილარი კლინტონზე უკეთესი კანდიდატები იქნებოდნენ. იმავე გადაცემაში რეჟისორმა მაგალითისთვის მოიყვანა რესპუბლიკელების შემთხვევები, როდესაც ყოფილი მსახიობები - რონალდ რეიგანი და არნოლდ შვარცენეგერი, შესაბამისად ქვეყნის პრეზიდენტი და შტატის გუბერნატორი გახდნენ.

შეგახსენებთ, რომ მაიკლ მური დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებშიც იღებდა მონაწილეობას, არჩევნებამდე კი ტრამპისა და მისი პოლიტიკის საწინააღმდეგო ახალი დოკუმენტური ფილმი - Michael Moore in Trumpland გამოუშვა.

რაც შეეხება დუეინ ჯონსონს, ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებად ვარსკვლავს რამდენჯერმე უთქვამს, რომ სიამოვნებით ჩაერთვებოდა პოლიტიკაში და დაეხმარებოდა საკუთარ ქვეყანას.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]