weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

აშშ-ის მოქალაქის პასპორტში მესამე გენდერის მითითება იქნება შესაძლებელი

16:54 პარასკევი, 02 ივლისი 2021

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის პასპორტში შესაძლებელი იქნება მესამე გენდერის მითითება, რომელიც სავარაუდოდ X-ით აღინიშნება. ამასთან, პასპორტის მიღების მსურველებს უკვე აქვთ უფლება, თავად აირჩიონ მდედრობითი (F) ან მამრობითი (M) სქესის აღნიშვნა და აღარ მოეთხოვებათ სამედიცინო დოკუმენტების წარდგენა, თუ მათი გენდერული იდენტობა ვინაობის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტებში არსებულ აღნიშვნას არ ემთხვევა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი მოწოდებულია ხელი შეუწყოს ყველა ადამიანის, მათ შორის, ლგბტქი+ პირების თავისუფლებას, ღირსებას და თანასწორობას.

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ დეპარტამენტი გადადგამს ნაბიჯებს აშშ-ის ლგბტქი+ მოქალაქეებისადმი, განურჩევლად მათი გენდერისა და სქესისა, სამართლიანი მოპყრობის უზრუნველსაყოფად აშშ-ის პასპორტების და საზღვარგარეთ დაბადების შესახებ საკონსულო აქტის გაცემის პროცედურების განახლებით.

დეპარტამენტმა დაიწყო მუშაობა, რათა დაემატოს გენდერული აღნიშვნა არაბინარული, ინტერსექსუალი და გენდერულად არაკომფორმული ადამიანებისთვის, რომლებიც განაცხადს შეიტანენ პასპორტის ან საკონსულო აქტის ასაღებად“, – განაცხადა ბლინკენმა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაჩნდება მესამე გენდერის აღნიშვნა ამერიკულ პასპორტში. როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, ეს ტექნოლოგიურად რთულია და დროს მოითხოვს.

მესამე გენდერის აღნიშვნის მითითება რიგი სახელმწიფოების მიერ გაცემულ პასპორტებშია შესაძლებელი, მათ შორის, ავსტრალიაში, კანადაში, გერმანიაში, ინდოეთში, ნეპალსა და ახალ ზელანდიაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]