weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

აშშ აპირებს უცხოელი ვიზიტორებისთვის სრული ვაქცინაციის მოთხოვნა შემოიღოს

11:07 ხუთშაბათი, 05 აგვისტო 2021

ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს, მოითხოვოს, რომ ქვეყანაში შესვლის თითქმის ყველა მსურველი კორონავირუსზე სრულად (ორივე დოზით) იყოს აცრილი. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს, თეთრი სახლის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.

BBC-ის თანახმად, ბაიდენის ადმინისტრაციამ უწყებათაშორის ჯგუფებს დაავალა შექმნან საერთაშორისო ვიზიტორებისთვის ქვეყნის ეტაპობრივად გახსნის გეგმა. გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კონკრეტული ვადები არ დასახელებულა.

შეერთებულ შტატებში მცხოვრებთა 70%-ზე მეტი სულ მცირე ერთი დოზით მაინც არის ვაქცინირებული, თუმცა, ბოლო კვირებში, კორონავირუსის დელტა ვარიანტის გავრცელების ფონზე, ინფიცირების შემთხვევების ზრდა ფიქსირდება, განსაკუთრებით არავაქცინერებულთა შორის.

მოქმედი რეგულაციებით, საერთაშორისო მოგზაურთა უმრავლესობისთვის აშშ-ში შესვლა შეზღუდულია, ხოლო მათ, ვისაც შესვლის უფლება აქვთ, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფილი პასუხი უნდა წარადგინონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]