weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

შაია ლაბეფის ანტი-ტრამპისეული კამპანია ლივერპულშიც დაიხურა

12:40 შაბათი, 25 მარტი 2017

ჰოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავის, შაია ლაბეფის მიერ წამოწყებული ტრამპის საწინააღმდეგო არტ-კამპანია, სახელად „ის ჩვენ ვერ დაგვაცალკევებს“, კიდევ ერთხელ, ამჯერად ინგლისის ქალაქ ლივერპულში გახსნიდან მეორე დღეს დაიხურა.

ანტი-ტრამპისეული არტ-ინსტალაცია - He Will Not Divide Us, სახიფათო, არაკანონიერი შეღწევის საფრთხის გამო თავად ორგანიზატორებმა დახურეს.

ლივერპულის პოლიციის განცხადებით, გალერეის შენობაში, სადაც კამპანია ტარდებოდა, თეთრი დროშა სახურავზე ეკიდა, მის მოსახსნელად კი ადამიანთა ჯგუფი ცდილობდა შეღწევას. ისინი ულტრა-მემარჯვენე დაჯგუფების წევრები იყვნენ, რომელთაც მოგვიანებით ინტერნეტით გაავრცელეს განცხადება, რომ იმისდა მიუხედავად, თუ სად გამოფენდა დროშას ამერიკელი მსახიობი, ისინი ყველგან მიწვდებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ შაია ლაბეფის მიერ წამოწყებული ანტი-ტრამპისეული კამპანია პირველად ნიუ იორკში გაიხსნა, რა დროსაც თავად მსახიობი დააკავეს. ამერიკის სხვა ქალაქებში წარუმატებელი არტ-ინსტალაციის მოწყობის შემდეგ კი ლაბეფის მცდელობა ბრიტანეთშიც კრახით დასრულდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]