weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ლონდონის მეცნიერებათა მუზეუმში გაგარინის ბიუსტი დადგეს

14:41 ორშაბათი, 04 სექტემბერი 2017

ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონის მეცნიერებათა მუზეუმში მსოფლიოს პირველი კოსმონავტის, იური გაგარინის ბიუსტი დაიდგა. იგი მუზეუმის სპეციალურ გალერეა „კოსმოსის აღმოჩენას“ მიეძღვნა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ აქ ჩვენი კოლექცია მსოფლიოს კოსმოსურ პროგრამაზე მთლიან ამბავს ყვება, რადგან ევროპულ და ამერიკულ კოსმოსურ მუზეუმთა უმრავლესობაში ყველა ტექნოლოგია ამერიკულია.“ - განუცხადა რუსულ გამოცემებს მუზეუმის დირექტორმა იან ბლეჩფორდმა.

ბლეჩფორდის თქმით, გაგარინის ბიუსტი, რომელიც ლონდონის მეცნიერებათა მუზეუმს ფონდმა „კულტურათა დიალოგი - ერთიანი მსოფლიო“ უსახსოვრა, მუზეუმში სამუდამოდ დარჩება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]