weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მომავალი პანდემიები შესაძლოა უფრო ლეტალური იყოს, ვიდრე არსებული – AstraZeneca-ს შემქმნელი

18:06 ორშაბათი, 06 დეკემბერი 2021

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის Oxford-AstraZeneca-ს ერთ-ერთმა შემქმნელმა, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა სარა გილბერტმა განაცხადა, რომ მომავალმა პანდემიებმა შესაძლოა უფრო მეტი ადამიანი შეიწიროს, ვიდრე მიმდინარემ.

პროფესორის თქმით, შესაძლებელია, რომ კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ წინააღმდეგ დღეს არსებული ვაქცინები ნაკლებად ეფექტური იყოს და მოქალაქეებს მიმართა, გამოიჩინონ სიფრთხილე, ვიდრე ახალი ვარიანტი უკეთესად არ იქნება შესწავლილი.

„აშკარაა, რომ ეს კრიზისი არ იქნება უკანასკნელი. რეალურად, შემდეგ ვირუსი შესაძლოა უარესი იყოს. ის შეიძლება იყოს უფრო გადამდები, უფრო მომაკვდინებელი, ან ერთიც იყოს და მეორეც. ვაქცინები, რომელიც შევქმენით და ცოდნა, რომელიც მივიღეთ არ უნდა დაიკარგოს“, – ციტირებს BBC გილბერტის განცხადებას.

„ომიკრონის“ ვარიანტთან დაკავშრებით მეცნიერი ამბობს, რომ მისი სპაიკ ცილა შეიცავს მუტაციას, რომელიც, როგორც ცნობილია, ზრდის ვირუსის გავრცელების უნარს. მისივე თქმით, ახალ ვარიანტში სხვა ცვლილებებიც არის, რაც შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ ვაქცინაციის ან კორონავირუსის სხვა ვარიანტების გადატანის შედეგად გამომუშავებული ანტი-სხეულები ნაკლებად ეფექტური იყოს „ომიკრონის“ წინააღმდეგ. თუმცა, ვაქცინის შემცირებული ეფექტურობა ინფექციისა და მსუბუქი ავადობს მიმართ ავტომატურად არ ნიშნავს დაბალ დამცველობას მძიმე ავადობისა და სიკვდილის წინააღმდეგ.

სარა გილბერტის განცხადებით, პანდემიის დროს ვაქცინებისა და მედიკამენტების შექმნისას დაფიქსირებული სწრაფი პროგრესი ნორმად უნდა იქცეს.

BBC-ის ინფორმაციით, „ასტრაზენეკა“ მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებული ვაქცინაა და მისი ადმინისტრირება 170-ზე მეტ ქვეყანაში ხდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]