weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

FDA-მ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს ავტორიზაცია მიანიჭა

11:09 ხუთშაბათი, 23 დეკემბერი 2021

აშშ-ის ფედერალურმა მარეგულირებელმა, საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) გადაუდებელი პროტოკოლით COVID-19-ის სამკურნალოდ ანტივირუსული პრეპარატის - „პაქსლოვიდის“ (Paxlovid) გამოყენების ნებართვა გასცა. 

„პაქსლოვიდი“ კომპანია Pfizer-ის მიერ შექმნილი პირველი პრეპარატია, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ სახლში შეიძლება იქნეს გამოყენებული. კომპანიის ინფორმაციით, კლინიკური კვლევების დროს პრეპარატმა 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის პრევენციაში. იგი ასევე ეფექტურია „ომიკრონის“ შტამის წინააღმდეგ.

„ავტორიზაცია იძლევა ახალ ინსტრუმენტს COVID-19-თან საბრძოლველად პანდემიის გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ვირუსის ახალი ვარიანტები ჩნდება. ანტივირუსული მკურნალობა უფრო ხელმისაწვდომი გახდება პაციენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან COVID-19-ის გართულების მაღალი რისკის ქვეშ“, – განაცხადა FDA-ს წარმომადგენელმა.

აშშ-ში „პაქსლოვიდი“ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, კორონავირუსის დადასტურების შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი. პრეპარატი განკუთვნილია 12 წელზე მეტი ასაკის რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების სამკურნალოდ. იგი მიიღება სამი ტაბლეტის სახით დღეში ორჯერ ხუთი დღის განმავლობაში (ჯამში 30 აბი).

ამასთან, როგორც FDA აცხადებს, „პაქსლოვიდი“ არ არის ვაქცინაციის შემცვლელი იმ პირებისთვის, ვისთვისაც რეკომენდებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა და გამაძლიერებელი (ე.წ. ბუსტერი) დოზა.

2022 წლისთვის კომპანია Pfizer-ი ამ პრეპარატის 120 მილიონი კურსის გამოშვებას აპირებს. როგორც ცნობილია, აშშ-ის მთავრობა უკვე იანვარში 265 000 კურსს მიიღებს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]