weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

ჩინეთში ნაპოვნ დინოზავრის კვერცხში კარგად შენახული ემბრიონი აღმოაჩინეს

12:39 ხუთშაბათი, 23 დეკემბერი 2021

მეცნიერებმა სამხრეთ ჩინეთში ნაპოვნ დინოზავრის კვერცხში კარგად შენახული ემბრიონი აღმოაჩინეს. ასეთი რამ იშვიათია, რადგან როგორც წესი გაქვავებულ კვერცხებში ემბრიონები ფრაგმენტირებული სახით ხვდებათ. 

2000 წელს აღმოჩენილი კვერცხი, რომელიც წლების განმავლობაში საცავში ინახებოდა, ოვირაპტოროზავრთა ოჯახის წარმომადგენელს ეკუთვნის. აღმოჩენის წყალობით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მათი ემბრიონი თანამედროვე ფრინველების ემბრიონებს ჰგავს. 

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ემბრიონი სულ მცირე 66 მილიონი წლის წინანდელია და გამოსაჩეკად ემზადებოდა. მისი სიგრძე – ნისკარტიდან კუდამდე – 27 სანტიმეტრია და 17 სანტიმეტრის სიგრძის კვერცხშია მოთავსებული. გამოჩეკვის შემთხვევაში, ის სიგრძეში ორ მეტრამდე გაიზრდებოდა. 

ბუმბულიანი და უკბილო ოვირაპტოროზავრები („კვერცხის მტაცებელი ხვლიკები“) თანამედროვე აზიის და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]