weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საპროტესტო აქციების შედეგად ყაზახეთის მთავრობა გადადგა 

12:32 ოთხშაბათი, 05 იანვარი 2022

ყაზახეთის მთავრობა მოქალაქეთა მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე გადადგა. ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა დღეს დილით მოაწერა ხელი. ტოკაევის განცხადებით, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ თავისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ინფლაციის შეკავება ვერ შეასრულა. 

„ეს იქნება უპირველესი ამოცანა ქვეყნის მომავალი მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის ახალი ხელმძღვანელისთვის“, – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.

ყაზახეთში, კერძოდ, მანგისთაუს ოლქში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები 2 იანვარს, თხევად ბუნებრივ აირზე ფასების ზრდის გამო დაიწყო. მალე აქციებმა ყველა დიდი ქალაქი მოიცვა, დემონსტრანტებმა კი მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. 4-5 იანვრის ღამეს, ქალაქ ალმათში მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა, რის შემდეგაც ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი და შესაბამისად, მთლიანად მინისტრთა კაბინეტი გადადგა. პრეზიდენტმა 19 იანვრამდე ქვეყნის ორ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც ასევე გულისხმობს ღამის 11 საათიდან დილის 7 საათამდე კომენდანტის საათის შემოღებას, მასობრივი ღონისძიებების აკრძალვას და ხალხისა და ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვას. 

პრეზიდენტმა ტოკაევმა საპროტესტო ფონზე პასუხისმგებლობა მთავრობას, კერძოდ კი ენერგეტიკის მინისტრს, აგრეთვე ყაზახეთის ბუნებრივი აირის კომპანიას დააკისრა. მან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის „სტაბილიზაციის“ ღონისძიების გატარების დავალება გასცა, რაც, მათ შორის, თხევადი აირის, ბენზინის, დიზელის და სოციალურად მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტების ფასების სახელმწიფოს მიერ რეგულირებასაც მოიცავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]