weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ისტორიამ გვასწავლა, რომ როცა რუსები გყავს სახლში, ზოგჯერ ძალიან რთულია წასვლა აიძულო – ბლინკენი 

13:53 შაბათი, 08 იანვარი 2022

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, გაუგებარია, რატომ დასჭირდა ყაზახეთს რუსეთისთვის სამხედრო დახმარების თხოვნა მიმდინარე მოვლენებთან გასამკლავებლად.

ბლინკენის თქმით, როდესაც საქმე ეხება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ), აშშ-ს კითხვები უჩნდება მოთხოვნის ბუნებასთან დაკავშირებით. 

„მეჩვენება, რომ ყაზახეთის ხელისუფლებას და მთავრობას აქვთ შესაძლებლობა, სათანადოდ გაუმკლავდნენ საპროტესტო აქციებს, პატივი სცენ მომიტინგეების უფლებებს კანონისა და წესრიგის დაცვით. ასე რომ, გაუგებარია, რატომ ჰგონიათ, რომ გარედან დახმარება სჭირდებათ. ჩვენ ვცდილობთ მეტი გავიგოთ ამის შესახებ.

ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ იმ სამშვიდობო ძალებს და სამართალდამცავებს, დაიცვან ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები, რათა ხელი შეუწყონ მშვიდობიან მოგვარებას. ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა თავად შეძლებს სწრაფად მოაგვაროს პრობლემები, რომლებიც ფუნდამენტურად ეკონომიკური და პოლიტიკური ხასიათისაა. სწორედ ამას ეხება პროტესტი“, – განაცხადა ბლინკენმა.

ბრიფნიგზე გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდოვანმა თქვა, რომ ყაზახეთში მიმდინარე მოვლენები განსხვავდება იმისგან, რაც უკრაინის საზღვრებთან ხდება. ამავე დროს, ბლინკენმა აღნიშნა:

„ვფიქრობ, უახლესი ისტორიიდან ნასწავლი გაკვეთილი არის ის, რომ, როდესაც რუსები არიან შენს სახლში, ზოგჯერ ძალიან რთულია წასვლა აიძულო“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ სოციალურ ქსელში უპასუხა. მისი თქმით, ОДКБ-ს აბსოლურტურად ლეგიტიმური პასუხი ჰქონდა ყაზახეთის ხელისუფლების მოთხოვნაზე.

„თუ ენტონი ბლინკენს ასე უყვარს ისტორიის გაკვეთილები, მხედველობაში მიიღოს შემდეგი: როდესაც შენს სახლში ამერიკელები აღმოჩნდებიან, რთულია ცოცხალი გადარჩე, არ გაგძარცვონ ან გაგაუპატიურონ“, – განაცხადა ზახაროვამ.

ОДКБ-ში რუსეთის ფედერაცია და 5 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა (ყაზახეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი) არიან გაერთიანებული. 6 იანვარს ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, სტანისლავ ზასმა განაცხადა, რომ საწყის ეტაპზე ყაზახეთში 2500 სამხედროს გაგზავნიან. ყახაზეთში გადაისროლეს რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების 45-ე სპეცდანიშნულების ბრიგადაც, რომელიც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა, ხოლო 2014 წელს – რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაში. 

ყაზახეთში საწვავის ფასის ზრდის გამო დაწყებული საპროტესტო გამოსვლები მთავრობის გადადგომით და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით გაგრძელდა. ქციების მონაწილეებამა სხვადასხვა ქალაქებში ადმინისტრაციული შენობები დაარბიეს და გადაწვეს, დაიღუპა ათობით ადამიანი. პრეზიდენტმა კასიმ ჟომარტ-ტოკაევმა დახმარებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას მიმართა და ქვეყანაში ე.წ. სამშვიდობო კონტინგენტის შეყვანა დაიწყო.

ყაზახეთის ხელისუფლებამ დღეს განაცხადა, რომ 4404 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 11 არეულობის ორგანიზებისა და წაქეზებისთვის. სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ეროვნული უშიშროების კომიტეტის უფროსი კარიმ მასიმოვიც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]