weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

პუტინის განცხადებით, ყაზახეთში „მაიდანის ტექნოლოგიები“ გამოიყენეს

15:29 ორშაბათი, 10 იანვარი 2022

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყაზახეთში განვითარებული მოვლენები 2013-2014 წლებში უკრაინის მაიდანზე მიმდინარე პროტესტს შეადარა. პუტინის განცხადებით, ყაზახეთში „აქტიურად გამოიყენებოდა მაიდანის ტექნოლოგიები“. 

რუსეთის პრეზიდენტმა განცხადება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე გააკეთა. მისი თქმით, ყაზახეთში სახელმწიფოებრიობის საფრთხე წარმოიშვა არა საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებით სპონტანური პროტესტის გამო, არამედ იმიტომ, რომ „სიტუაციით შიდა და გარე დესტრუქციულმა ძალებმა ისარგებლეს“.

„ის ხალხი, ვინც გაზის ბაზარზე არსებულ ვითარებას უჭერდა მხარეს, ერთი ხალხია და მათ ერთი მიზნები აქვთ, ხოლო ისინი, ვინც იარაღი აიღეს ხელში და სახელმწიფოს თავს დაესხნენ, სრულიად სხვა ხალხია და მათ განსხვავებული მიზნები აქვთ. ამავდროულად, აქტიურად გამოიყენებოდა მაიდანის ტექნოლოგიებისთვის დამახასიათებელი ელემენტები – საპროტესტო აქციების ძალისმიერი საინფორმაციო მხარდაჭერა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისივე თქმით, ეთანხმება ყაზახეთის პრეზიდენტის კასიმ-ჟომარტ ტოკაევის შეფასებას, რომ ქვეყანას თავს „ტერორისტები“ დაესხნენ. 

„როგორც პრეზიდენტმა ტოკაევმა თქვა, გამოიყენეს კარგად ორგანიზებული და კარგად კონტროლირებადი ბოევიკთა ჯგუფები, მათ შორის, ისინი, რომლებსაც აშკარად მომზადება გავლილი აქვთ საზღვარგარეთ, ტერორისტულ ბანაკებში“, – აღნიშნა პუტინმა. 

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ОДКБ-მა ყაზახეთში გაგზავნა მშვიდობისმყოფელები, რათა შეაკავონ „სისხლის სამართლის დამნაშავეები, მოროდიორები და სხვა კრიმინალური ელემენტები“. პუტინის თქმით, მშვიდობისმყოფელები იქ დარჩებიან გარკვეული პერიოდით, თუმცა იქამდე, ვიდრე საჭიროდ ჩათვლის ყაზახეთის პრეზიდენტი. 

„თავიანთი ფუნქციების შესრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, მთელი კონტინგენტი გაყვანილი იქნება ყაზახეთის ტერიტორიიდან“, – თქვა პუტინმა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ОДКБ-ის სესიაზე განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებისა და არეულობის მიზანი სახელმწიფო გადატრიალება იყო, რისთვისაც წინასწარ მიმდინარეობდა მზადება. ტოკაევის თქმით, გამოძიება დაადგენს, რამდენი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ „დესტრუქციული ძალები“.

პრეზიდენტის თქმით, დაიღუპა ძალოვანი სტრუქტურების 16 თანამშრომელი, ხოლო 1300-ზე მეტი დაიჭრა.

„სამწუხაროდ, მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობას შორისაც. მათი რაოდენობა ზუსტდება“, – აღნიშნა ტოკაევმა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]