weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი გარდაიცვალა

10:22 სამშაბათი, 11 იანვარი 2022

ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი პრესსპიკერი ავრცელებს.

დევიდ სასოლი იტალიის საავადმყოფოში 26 დეკემბერს, იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული „სერიოზული გართულების“ გამო მოათავსეს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ბოლო კვირებში ის სტრასბურგში, ევროპარლამენტის სხდომებს ვერ თავმჯდომარეობდა.

29 დეკემბერს დევიდ სასოლმა დაგმო რუსეთის უზენაესი სასამართლოს მიერ ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის „მემორიალის“ ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება. სასოლი აცხადებდა, ეს ვერ შეაჩერებს დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას. 

იტალიელი სოციალისტი, ყოფილი ჟურნალისტი და იტალიის პარლამენტის წევრი დევიდ სასოლი  ევროპარლამენტის პრეზიდენტად 2019 წელს აირჩიეს. მას უფლებამოსილების ვადა მიმდინარე თვის ბოლოს ეწურებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]