weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

სენატორების კანონპროექტით, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სანქციები პუტინსაც შეეხება

12:28 ხუთშაბათი, 13 იანვარი 2022

ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატმა სენატორებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინაში შეიჭრება. კანონპროექტის მიხედვით, სანქციები დაუწესდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, მისი უახლოესი გარემოცვის წევრებსა და ასევე, რუსეთის ფინანსურ ინსტიტუტებს.

BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, კანონპროექტი სახელწოდებით „უკრაინის სუვერენიტეტის დაცვის შესახებ აქტი“ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ რობერტ მენენდესმა და კიდევ 25-მა სენატორმა წარადგინეს. 

დოკუმენტის მიხედვით, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვალდებული იქნება 60 დღის ვადაში შემოიღოს შემზღუდველი ზომები რუსეთის ფედერაციის პრზიდეტისა და პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების, ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის და სხვა სამხედრო პირების მიმართ. 

გარდა ამისა, კანონპროექტით შეთავაზებულია, გამოქვეყნდეს დეტალური ანგარიში პრეზიდენტის პუტინისა და მისი ახლო გარემოცვის, მათი ოჯახის წევრების (მეუღლეების, შვილების, მშობლების, ძმებისა და დების) პირადი კაპიტალისა და ფინანსური აქტივების შესახებ.

სანქციები გათვალისწინებულია სულ მცირე სამი რუსული ბანკის წინააღმდეგ და საუბარია რუსეთის საერთაშორისო საგადახდო სისტემებიდან გათიშვის თაობაზე.

ცალკე პუნქტად არის გათვალისწინებული სანქციები გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ. ამ პუნქტის ქვეშ შეიძლება მოხვდეს ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც გაზსადენის მშენებლობით თუ ექსპლუატაციით არის დაკავებული.

კანონპროექტი რუსეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების ფონზე გამოქვეყნდა. ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის პირველი შეხვედრა 10 იანვარს, ჟენევაში გაიმართა, ხოლო 12 იანვარს, ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა შედგა. რუსეთი ნატო-სგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს, რაც გულისხმობს იმასაც, რომ ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა უარი თქვას აღმოსავლეთით გაფართოებაზე, არ მიიღოს ახალ წევრები და უკან წაიღოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის პირობა, რომ უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები გახდებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]