weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ზელენსკიმ რუსეთის 52 მოქალაქეს სანქციები დაუწესა

13:12 შაბათი, 22 იანვარი 2022

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ფედერაციის 52 მოქალაქისა და 24 კომპანიის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. 

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება 30 დეკემბერს მიიღო. სანქცირებულთა სიაში ძირითადად მოხვდნენ რუსი მოსამართლეები და მაღალჩინოსნები, რომლებიც ანექსირებულ ყირიმში მუშაობენ. გარდა ამისა, სიაში არიან რუსი დიზაინერი არტემი ლებედევი და ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი, ყოფილი გენპროკურორი იური ჩაიკა. 

რაც შეეხება სანქცირებულ კომპანიებს, ერთ-ერთი მათგანი ავსტრიული არქიტექტურული ბიუროა(Coop Himmelb(l)au), რომელმაც ოკუპირებულ სევასტოპოლში ოპერისა და ბალეტის თეატრის პროექტი შეიმუშავა. 

სანქცირებულებს უკრაინაში ყველა აქტივი დაებლოკებათ და უკრაინიდან კაპიტალის გატანა შეეზღუდებათ. სანქციების მოქმედების ვადა 5 წელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]