weather cur horoscope tv
მაისი 24, 2022
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

დიდ ბრიტანეთს საელჩოს თანამშრომელთა ნაწილი უკრაინიდან გაჰყავს

15:13 ორშაბათი, 24 იანვარი 2022

დიდმა ბრიტანეთმა, „რუსეთის მხრიდან მზარდ საფრთხესთან“ დაკავშირებით, უკრაინიდან საკუთარი დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების ნაწილის გაყვანა დაიწყო. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საელჩო ღია იქნება და მუშაობას გააგრძელებს.

მანამდე, საკუთარი საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრების გაყვანა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ დაიწყო, ხოლო თანამშრომლებს ნება მისცა, ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვონ. გარდა ამისა, აშშ მოქალაქეებს მოუწოდებს, უკრაინაში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ, ხოლო იქ მყოფებმა ქვეყნის დატოვებაზე იზრუნონ, რადგან ვითარება არაპროგნოზირებადია და უკრაინაში რუსეთის შეჭრა სერიოზულ გავლენას იქონიებს აშშ-ის საელჩოს შესაძლებლობაზე, მოახდინოს თავისი მოქალაქეების ევაკუაცია. 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკის ეს ნაბიჯი შეაფასა როგორც „ნაადრევი და გადაჭარბებული სიფრთხილის გამოვლინება“. 

თავის მხრივ, ევროკავშირის მაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ვიდრე რუსეთთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ევროპელი დიპლომატების და მათი ოჯახების უკრაინიდან გაწვევის საჭიროებას ვერ ხედავს. ბორელის თქმით, დრამატიზება საჭირო არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]