weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ნატოს მოკავშირეები აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნიან

17:06 ორშაბათი, 24 იანვარი 2022

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრები აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი გემებსა და საბრძოლო თვითმფრინავებს გზავნიან მოკავშირეთა თავდაცვისა და შეკავების გასაძლიერებლად, რადგან რუსეთი უკრაინის გარშემო სამხედრო მობილიზებას აგრძელებს. ამის შესახებ ნატოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო განაგრძობს ყველა აუცილებელი ზომის მიღებას საკუთარი თავის და ყველა მოკავშირის დასაცავად.

„ჩვენ ყოველთვის ვუპასუხებთ უსაფრთხოების სიტუაციის ნებისმიერ გაუარესებას, მათ შორის ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებით“, – თქვა სტოლტენბერგმა.

ნატოს ინფორმაციით, დანიამ ბალტიის ზღვაში სამხედრო გემი გაგზავნა და აპირებს, ლიეტუვაში ოთხი F-16 გამანადგურებელი გადაისროლოს. ალიანსის ძალების გასაძლიერებლად სამხედრო გემს გზავნის ესპანეთიც და განიხილავს ბულგარეთში მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნის საკითხსაც. საფრანგეთმა გამოთქვა მზაობა, რუმინეთში ჯარების გაგზავნის თაობაზე.

„ნიდერლანდები აპრილიდან ბულგარეთში გაგზავნის ორ F-35 საბრძოლო თვითმფრინავს რეგიონში ნატოს საჰაერო პატრულირების მხარდასაჭერად და მზადყოფნაში მოჰყავს გემი და სახმელეთო დანაყოფები. შეერთებულმა შტატებმაც ნათლად განაცხადა, რომ აპირებს თავისი სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში“, – აცხადებს ნატო.

ალიანსის განცხადებაში ნათქვამია, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია და ერთ მოკავშირეზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმად განიხილება. იქვე აღნიშნულია, რომ 2014 წლამდე, ვიდრე რუსეთი ყირიმის უკანონო ანექსიას არ მოახდენდა, ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ნატოს ძალები წარმოდგენილნი არ ყოფილან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]