weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ნაზარბაევი ყაზახეთის მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა

17:59 პარასკევი, 28 იანვარი 2022

ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა მმართველი პარტიის „ნურ ოთანის“ (Nur Otan) თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ის ამ პოსტზე ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა შეცვალა. გადაწყვეტილება პარტიის მორიგ ყილობაზე მიიღეს.

ამასთან, ნაზარბაევის ქალიშვილი – პარლამენტის წევრი, დარიგა ნაზარბაევა – „ნურ ოთანის“ განახლებულ პოლიტიკურ საბჭოში არ შევიდა. 

ნურსულთან ნაზარბაევი „ნურ ოთანის“ თავმჯდომარის თანამდებობას 1999 წლიდან იკავებდა. ის 2019 წლამდე ქვეყნის პრეზიდენტი იყო, თუმცა ყასიმ-ჟომართ თოყაევის არჩევის შემდეგ, პარტიის თავმჯდომარედაც დარჩა და უსაფრთხოების საბჭოსაც ხელმძღვანელობდა. 2022 წლის იანვარში, ყაზახეთში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ნაზარბაევი საბჭოს ხელმძღვანელის პოსტიდან გადააყენეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]