weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

სავარაუდო შემოჭრის თარიღებზე მუდმივად ლაპარაკი რეალური დახმარება არაა – ზელენსკი

21:58 შაბათი, 19 თებერვალი 2022

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის სავარაუდო თარიღების დასახელება მისი ქვეყნისთვის რეალურ დახმარებას არ წარმოდგენს.

„უკრაინის რეალურად დახმარებისთვის არ არის საჭირო სავარაუდო შემოჭრის თარიღებზე მუდმივად ლაპარაკი. ჩვენ ჩვენს მიწას დავიცავთ 16 თებერვალსაც, პირველ მარტსაც და 31 დეკემბერსაც. უფრო მეტად მნიშვნელოვანია სხვა თარიღები“ – ციტირებს გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ ზელენსკის.

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ელოდება გადაწყვეტილებებს, რომლებიც უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების თარიღებს მოაახლოებს, მათ შორის, ევროკავშირმა უკრაინას წევრობის ოფიციალური პერსპექტივა უნდა წარუდგინოს.

„2014 წლიდან რუსეთის ფედერაცია გვარწმუნებს, რომ მცდარი გზა ავირჩიეთ და ევროპაში არავინ გველის. განა ევროპა მუდმივად არ უნდა საუბრობდეს და ქმედებით ამტკიცებდეს, რომ ეს სიმართლე არაა? რატომ გავურბივართ ამ საკითხს? ნუთუ უკრაინამ არ დაიმსახურა პირდაპირი, გულწრფელი პასუხები?“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან ნატოსაც მოუწოდა, ალიანსში უკრაინის გაწევრიანების შესაძლო თარიღები განსაზღვროს.

„ჩვენ გვეუბნებიან - „კარი ღიაა“, მაგრამ ჯერ „უცხოების შესვლა აკრძალულია“. თუ ალიანსის ზოგიერთ წევრს არ უნდა ჩვენი იქ ხილვა, ან ყველას არ უნდა - გულწრფელად გვითხარით. ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები, ღია კითხვების წლები კი არა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ უკრაინისთვის პასუხის გაცემის საუკეთესო დრო მოახლოებული მადრიდის სამიტია.

 

ამ თემაზე:

„მათი სამიზნე კიევი იქნება“ – აშშ დარწმუნებულია, რომ პუტინმა შეჭრაზე გადაწყვეტილება მიიღო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]