weather cur horoscope tv
მაისი 01, 2024

ახლა მნიშვნელოვანია დავინახოთ, ვინ არის უკრაინის ნამდვილი მეგობარი – ზელენსკი

11:09 სამშაბათი, 22 თებერვალი 2022

„უკრაინა რუსეთის ფედერაციის ბოლო ქმედებებს ცალსახად აფასებს, როგორც ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. ამ გადაწყვეტილებების შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის ფედერაციის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის ცნობის შემდეგ. 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ გადაწყვეტილებით რუსეთი 2014 წლიდან დონბასში ფაქტობრივად მყოფი სამხედრო ძალების ლეგალიზებას ახდენს და არღვევს მინსკის შეთანხმებას. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს მიმართა საბჭოს სხდომის მოწვევის თაობაზე, ასევე გამოვიდა ინიციატივით, ჩატარდეს ეუთოს სპეციალური სხდომაც. 

„ჩვენ დაჟინებით ვითხოვთ უკრაინაში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის სრულფასოვან მუშაობას პროვოკაციების და შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ასევე ითხოვენ ნორმანდიული ოთხეულის (გერმანია, საფრანგეთი, უკრაინა და რუსეთი) საგანგებო სხდომის მოწვევას. 

„ჩვენი პარტნიორებისგან ველით მხარდაჭერის მკაფიო და ქმედით ნაბიჯებს. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია დავინახოთ, ვინ არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი და პარტნიორი და ვინ გააგრძელებს რუსეთის ფედერაციის სიტყვებით შეშინებას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. 

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა დიპლომატიური გზის ერთგული რჩება და არ აპირებს, რუსეთის პროვოკაციებს აჰყვეს. 

„ჩვენ ნათლად შეგვიძლია დავინახოთ აგრესორის ჯარების პროვოკაციები და შეტევა. ჩვენს მხარეზე სიმართლეა და ჩვენ არასოდეს დაგიმალავთ სიმართლეს. როგორც კი დავინახავთ, რომ სიტუაცია შეიცვალა, როგორც კი დავინახავთ რისკების ზრდას, ამის შესახებ ყველას გაცნობებთ. ახლა ქაოტური მოქმედების მიზეზი არ არსებობს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასე იყოს შემდეგშიც. ჩვენ ერთგული ვართ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზის და მხოლოდ ამ გზით ვივლით. ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ. ჩვენ არაფრის და არავის გვეშინია. ჩვენ არაფერი გვმართებს. ჩვენ არავის არაფერს დავუთმობთ. ამაში დარწმუნებული ვართ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]