weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

ზელენსკი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხს განიხილავს

15:30 სამშაბათი, 22 თებერვალი 2022

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მოთხოვნით მიმართა. ზელენკიმ ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვხედავთ თავდასხმას ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე. მივიღე მოთხოვნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, განვიხილო რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხი. პრესკონფერენციის დასრულებისანავე ამ საკითხზე ვიმუშავებ და არა მხოლოდ ამ საკითხზე, არამედ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ესკალაციაზე სხვა ქმედითი ნაბიჯების შესახებ.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს იყო ნაბიჯი ესკალაციისკენ, იურიდიული აგრესია, რომელიც იძლევა რუსეთის და დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე მყოფი ბოევიკების მხრიდან სამხედრო აგრესიის ფუნდამენტს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

21 თებერვალს, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომის შემდეგ, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას შეფასებით, ეს გადაწყვეტილება საკმარისია იმისთვის, რათა დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მიიღოს. 

„ყველას კარგად გვესმის, რა ხდება და როგორ ცდილობს ჩვენს პროვოცირებას რუსეთი. ახლა მნიშვნელოვანია გამოვიჩინოთ მოთმინება, რათა თავიდან ავიცილოთ შეიარაღებული დაპირისპირება“, – განაცხადა კულებამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]