weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

პუტინმა განაცხადა, რომ დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო

08:22 ხუთშაბათი, 24 თებერვალი 2022

რუსეთის პრეზდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 24 თებერვალს, გამთენიისას, განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

„მივიღე გადაწყვეტილება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ. მისი მიზანია იმ ადამიანების დაცვა, რომლებიც 8 წლის განმავლობაში ცხოვრობენ ჩაგვრის, კიევის რეჟიმის მხრიდან გენოციდის ქვეშ. ჩვენ მივისწრაფვით უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციისთვის, ასევე სასამართლოს წინაშე მათი წარდგენისკენ, ვინც ჩადინა მრავალრიცხოვანი სისხლიანი დანაშაული მშვიდობიანი მცხოვრებლების, მათ შორის რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ“, – ციტირებს BBC-ის რუსული სამსახური პუტინის განცხადებას.

პუტინმა უკრაინელ ჯარისკაცებს იარაღის დაყრისა და სახლში წასვლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, უკრაინული ჯარის ყველა წევრი, ვინც ამ მოთხოვნას შეასრულებს, შეძლებს საბრძოლო მოქმედებების ზონა მშვიდობიანად დატოვოს.

„მთელი პასუხისმგებლობა შესაძლო სისხლისღვრაზე მთლიანად იქნება უკრაინის ტერიტორიაზე მმართველი რეჟიმის სინდისზე“, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, პუტინი „გამანადგურებელი პასუხით“ ემუქრება იმ ქვეყნებს, რომლებიც გარედან ჩარევას გადაწყვეტენ.

„ახლა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა მათთვის, ვისაც შეიძლება გაუჩნდეს გარედან მოვლენებში ჩარევის ცდუნება: ვინც არ უნდა შეეცადოს ჩვენთვის ხელის შეშლას და მით უმეტეს, საფრთხეების შექმნას ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, უნდა იცოდეს, რომ რუსეთის პასუხი მყისიერი იქნება და მიგიყვანთ ისეთ შედეგებამდე, რომელთა წინაშეც არასოდეს დამდგარხართ ისტორიის მანძილზე. ჩვენ მზად ვართ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის. ყველა საჭირო გადაწყვეტილება მიღებულია. იმედი მაქვს, მომისმენენ“, – აღნიშნა პუტინმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი გააჩაღა. მისი ინფორმაციით, გრძელდება დარტყმები მშვიდობიან უკრაინულ ქალაქებზე.

„ეს არის დაპყრობითი ომი. უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს. მსოფლიოს შეუძლია და უნდა შეაჩეროს პუტინი. მოქმედების დრო ახლაა“, – დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა Twitter-ზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]