weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ბორის ჯონსონი რუსებს: არ მჯერა, რომ ეს ომი თქვენი სახელით ხდება

02:29 შაბათი, 26 თებერვალი 2022

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის ქმედებებს რუსეთი მიჰყავს სრულ იზოლაციამდე და უაზრო, სისხლიან ომამდე, რომელიც უკვე უთვალავი ადამიანის სიცოცხლე ჯდება. ბორის ჯონსონმა რუსებს რუსულ ენაზე მიმართა და უთხრა, რომ არ სჯერა, რომ ეს ომი მათი ნებართვით ხდება.

ვიდეოში, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, ბორის ჯონსონი უკრაინელებსაც მიმართავს და მათ მხარდაჭერას უცხადებს. გთავაზობთ მის განცხადებას:

„უკრაინის ქუჩებსა და ველებზე განვითარებული სცენები ტრაგედიაა. მამაცი ახალგაზრდა ჯარისკაცები და უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან, ტანკები გრუხუნებენ პატარა და დიდ ქალაქებში, ციდან კი რაკეტები ცვივა.

უკვე ერთი ან მეტი თაობაა, რაც ევროპაში ასეთი სისხლისღვრის მომსწრენი არ ვყოფილვართ და ვიმედოვნებდით, რომ ასეთი რამის ნახვა აღარასოდეს მოგვიწევდა.

გაერთიანებული სამეფოს ხალხი მხარს გიჭერთ უკრაინელ ძმებსა და დებს, რომლებიც თქვენს სამშობლოზე ამ გაუმართლებელი თავდასხმის წინაშე დგახართ. ჩვენ მივესალმებით თქვენი მთავრობის, თქვენი სამხედროების და თქვენი ხალხის მტკიცე მამაცობასა და პატრიოტიზმს.

მე მჭიდრო კავშირში ვარ პრეზიდენტ ზელენსკისთან და, როგორც პრემიერ-მინისტრი, გაერთიანებულ სამეფოში სახელით ვსაუბრობ, როდესაც კიდევ ერთხელ ვამბობ „სლავა უკრაინი“.

ეს არის ტრაგედია უკრაინისთვის და ასევე, ტრაგედიაა რუსეთისთვის. უკრაინის მსგავსად, რუსეთი არის დიადი ქვეყანა, რომელსაც აქვს დიდი ისტორია და ჰყავს ამაყი ხალხი. უკრაინელების მსგავსად, რუსმა პოეტებმა, ხელოვანებმა და ავტორებმა ჩამოაყალიბეს ჩვენი კულტურა და რუსი ჯარისკაცები ასე მამაცურად იბრძოდნენ ჩვენთან ერთად ფაშიზმთან ბრძოლაში.

მაგრამ პუტინის ქმედებებს მივყავართ რუსეთის სრულ იზოლაციამდე, რომელსაც მოერიდება დანარჩენი საერთაშორისო საზოგადოება, დაზარალდება უზარმაზარი ეკონომიკური სანქციებით და დადგება უაზრო და სისხლიანი ომის წინაშე, რომელიც უკვე უთვალავი ადამიანის სიცოცხლედ ჯდება - უდანაშაულო უკრაინელებიდან დაწყებული დამთავრებული რუსი ჯარისკაცებით, რომლებსაც ვეღარასოდეს ნახავენ თავიანთ ოჯახებს.

და მივმართავ ჩემს რუს მეგობრებს: არ მჯერა, რომ ეს ომი თქვენი სახელით ხდება.

ეს კრიზისი, ეს ტრაგედია შესაძლებელია და უნდა დასრულდეს, რადგან მსოფლიოს სჭირდება თავისუფალი და სუვერენული უკრაინა. სლავა უკრაინი“, – განაცხადა ჯონსონმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]