weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები ერთმანეთს ბელარუსის საზღვარზე შეხვდებიან

19:16 კვირა, 27 თებერვალი 2022
ფოტოზე - ლუკაშენკო და ზელენსკი ფოტოზე - ლუკაშენკო და ზელენსკი

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები მოლაპარაკებებისთვის ერთმანეთს უკრინა-რუსეთის საზღვარზე შეხვდებიან. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.

„შევთანხმდით, რომ უკრაინული დელეგაცია რუსეთისას შეხვდება წინასწარი პირობების გარეშე - უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის რაიონში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ალექსანდრე ლუკაშენკომ აიღო პასუხისმგებლობა, რომ უკრაინის დელეგაციის გადაადგილების, მოლაპარაკებებისა და უკან დაბრუნების დროს, ბელარუსის ტერიტორიაზე განლაგებული ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა ადგილზე დარჩება.

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას პუტინის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს. მის შემადგენლობაში ასევე იქნებიან თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები. ვინ წარმოადგენს უკრაინის მხარეს, ჯერ უცნობია.

დღეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადა, რომ უკრაინა არ იყო თანახმა მოლაპარაკებები ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გამართულიყო, რადგან ბელარუსის ტერიტორიიდან „აგრესიული ქმედებები“ ხორციელდება. მან მოლაპარაკებებისთვის დაასახელა ნებისმიერ ქალაქი, მათ შორის, ვარშავა, ბუდაპეშტი, სტამბოლი და ბაქო, რადგან იქიდან უკრაინის მიმართულებით „რაკეტები არ დაფრინავენ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]