weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

პესკოვის თქმით, პუტინს სანქციები არ აშინებს, რადგან მხოლოდ მანქანის მისაბმელი და ბინა აქვს

16:21 ორშაბათი, 28 თებერვალი 2022

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გულგრილი დამოკიდებულება აქვს მის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების მიმართ. ამის შესახებ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. 

გამოცემა RBC-ის ინფორმაციით, პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პუტინს ქონება არ გააჩნია. მისივე თქმით, ქვეყნის პრეზიდენტის სანქცირება აბსურდია და შეუძლებელია ამან პრობლემის გადაჭრას შუწყოს ხელი.

„ის საკმაოდ გულგრილია. არის აბსურდული დებულებები აქტივებზე და ასე შემდეგ, მაგრამ ყველამ იცის, რომ პრეზიდენტს აქტივები არ აქვს, გარდა იმის, რაც ყოველწლიურად არის დეკლარირებული – [მანქანის] მისაბმელი და ბინა“, – განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების სიმკაცრე პესკოვმა აღიარა, თუმცა განაცხადა, რომ რუსეთი შეძლებს მათგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და შეზღუდვებზე რეაგირებას.

„ეს არის მძიმე სანქციები, ისინი პრობლემურია, მაგრამ რუსეთს აქვს საჭირო პოტენციალი ზიანის ანაზღაურებისთვის. რუსეთის პასუხები ჩვენი ინტერესების მიზანშეწონილობის მიხედვით იქნება დალაგებული“, – დასძინა პესკოვმა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიიღეს. სანქციები დაუწესდა რუსული ბანკებს, მათ შორის Sberbank-სა და VTB-ს, ავიაკომპანია Aeroflot-ს, ასევე ვლადიმერ პუტინს, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს. 

როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, სანქციები დარტყმას მიაყენებს პუტინის გრძელვადიან სტრატეგიულ ამბიციებს. 

 

ამ თემაზე:

EU-ში აიკრძალება Russia Today და Sputnik, რომლებიც „პუტინის ომს ამართლებენ“

EU-მა რუსეთის თვითმფრინავებისთვის ცა დაკეტა – აკრძალვა ეხება ოლიგარქებსაც

ევროკავშირი პირველად აწესებს სანქციებს პუტინისა და ლავროვის წინააღმდეგ

მოკავშირეებმა, სანქციების ფარგლებში, რუსული ბანკებს SWIFT-ის სისტემიდან გათიშვა დააანონსეს

რუსეთს ევროპის საბჭოში წევრობა შეუჩერდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]