weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

ავსტრალია უკრაინისთვის იარაღის შესაძენად 50 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს 

10:50 სამშაბათი, 01 მარტი 2022
ფოტოზე - უკრაინის დროშის ფერებში განათებული სიდნეის ოპერის თეატრი ფოტოზე - უკრაინის დროშის ფერებში განათებული სიდნეის ოპერის თეატრი

ავსტრალია უკრაინას სამხედრო დახმარების სახით 50 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა. თანხა ლეტალური და არალეტალური იარაღის შეძენას მოხმარდება. 

„ჩვენ ვსაუბრობთ რაკეტებზე, საბრძოლო მასალაზე, სამშობლოს დაცვაში დახმარებაზე და ჩვენ ამას გავაკეთებთ ნატოსთან პარტნიორობით“, – განაცხადა მორისონმა და აღნიშნა, რომ იარაღი უკრაინას სწრაფად მიეწოდება.

გარდა ამისა, ავსტრალიის მთავრობა დაახლოებით 25 მილიონს აშშ დოლარს გამოყოფს ჰუმანიტარული დახმარების სახით - იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც უკრაინელებს თავშესაფრით, წყლითა და საკვებით ეხმარებიან და ასევე, სამედიცინო დახმარებას უწევენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]