weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

დაბომბვის შემდეგ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი გაჩნდა

10:21 პარასკევი, 04 მარტი 2022

უკრაინის ქალაქ ენერგოდარის მერის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი ლიკვიდირებულია, დაბომბვა კი შეწყდა. მანამდე დმიტრო ორლოვი აცხადებდა, რომ ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის შენობები და ბლოკები განუწყვეტლივ იბომბებოდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. 

„საფრთხეშია მსოფლიოს უსაფრთხოება. ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურის შენობებისა და ბლოკების უწყვეტი დაბომბვის შედეგად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური იწვის“, – აცხადებდა ორლოვი.

გამთენიისას მერმა თქვა, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია და დაბომბვა შეწყდა.

ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ღამით მიმართვა ჩაწერა და რუსეთის ძალებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რადგან, მისი თქმით, არსებობდა ბირთვული საფრთხე.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი იყო ხუთსართულიან სასწავლო კორპუსში. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის, გერმან გალუშჩენკოს განცხადებით, კაცობრიობა ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას. 

„ეს გამანადგურებელი ომია. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება მტერს არ აწუხებს. გულგრილია უკრაინელების, ევროპელების და საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე მიმართ“, – განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ რამდენიმე დღეა ცდილობენ ეს თეზისი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომდე მიიტანონ. 

„ჩვენ მოვითხოვეთ ამ საერთაშორისო ორგანიზაციის ჩარევა და აგრესორის წინააღმდეგ მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება. მაგრამ ჯერ ეს არ მომხდარა“, – განაცხადა გალუშჩენკომ.

უკრაინა არა მხოლოდ ვითარების პროფესიონალურ შეფასებას, არამედ ნატოსა და ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნების მხრიდან ყველაზე მკაცრი ზომების მიღებას ითხოვს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]