weather cur horoscope tv
ივლისი 19, 2024

ირაკლი ოქრუაშვილი უკრაინაში საბრძოლველად ჩავიდა

14:59 პარასკევი, 04 მარტი 2022

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი უკრაინაში საბრძოლველად ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტო თავად გაავრცელა.

„ალბათ ვერ წარმოვიდგენდი, თუ 48 წლის ასაკში საქართველოს თავისუფლებისთვის უკრაინაში ვიბრძოლებდი, თანაც იარაღით ხელში. ვისაც გული გერჩით, თავისუფლების ფასი იცით და მინიმუმ „კალაშნიკოვის“ გამოყენება შეგიძლიათ, ახლა საქართველოს აქ უნდა დაეხმაროთ - უკრაინაში“, – აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 27 თებერვალს განაცხადა, რომ „21-ე საუკუნის დამპყრობლების წინააღმდეგ საბრძოლველად“ უკრაინაში ინტერნაციონალური გვარდია ჩამოყალიბდა და უცხოელებს მასში გაწევრიანებისკენ მოუწოდა. ზელენსკის თქმით, ეს იქნება უკრაინის მხარდაჭერის მთავარი მტკიცებულება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]