weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

პუტინის თქმით, უკრაინაში „ოპერაციაში“ მხოლოდ პროფესიონალი სამხედროები მონაწილეობენ

18:35 შაბათი, 05 მარტი 2022

პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომში, რომელსაც ის ოპერაციას უწოდებს, რუსეთის მხრიდან მხოლოდ პროფესიონალი სამხედროები მონაწილეობენ. 

„ამ ოპერაციაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ პროფესიონალი სამხედროები – ოფიცრები და კონტრაქტორები. არცერთი წვევამდელი არ არის და ამის გაკეთებას არ ვაპირებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ოპერაციაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ მამაკაცები, რომლებმაც თავად გააკეთეს ძალაიან საპასუხისმგებლო არჩევანი ცხოვრებაში – დაიცვან სამშობლო. ამ ამოცანას ისინი ღირსეულად ასრულებენ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ყველაფერი წინასწარ გაწერილი გეგმისა და გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.

 

ამ თემაზე:

რუსეთს თითქმის 10 000 დაღუპული ჯარისკაცი ჰყავს, ესენი 18 - 20 წლის ბიჭები არიან – ზელენსკი

რუსი სენატორი ჯარის დანაკარგებზე: „100-კაციანი ქვედანაყოფიდან მხოლოდ 4 გადარჩა“

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]