weather cur horoscope tv
მაისი 05, 2024

უკრაინის მონაცემებით, 11 დღეში რუსეთმა 11 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა

13:10 ორშაბათი, 07 მარტი 2022
ფოტო © REUTERS/Viacheslav Ratynskyi ფოტო © REUTERS/Viacheslav Ratynskyi

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის დანაკარგის შესახებ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა. გენშტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 7 მარტამდე რუსეთმა 11 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. 

უკრაინული მხარის თანახმად, ოკუპანტი ქვეყნის დანაკარგები ასეთია:   

პირადი შემადგენლობა 11 000-ზე მეტი ადამიანი

ტანკი 290

საბრძოლო ჯავშანტექნიკა 999 

საარტილერიო სისტემა 117

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა 50

საჰაერო-საზენიტო სისტემები – 23

თვითმფრინავი 46

ვერტმფრენი 68

საავტომობილო ტექნიკა 454

მსუბუქი სწრაფი კატარღა 3

საწვავის ვზი 60

ოპერტიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი – 7

„მიმდინარეობს მონაცემების დაზუსტება. გამოთვლას ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა“, – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მათი დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]