weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

სუმის დაბომბვის შედეგად 18 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათგან 2 ბავშვია

12:32 სამშაბათი, 08 მარტი 2022

რუსული ავიაციის მიერ უკრაინის ქალაქ სუმში საცხოვრებელი სახლების დაბომბვის შედეგად 18 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რომელთა შორის 2 ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ გაავრცელა. 

უფრო ადრე, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იტყობინებოდა, რომ განადგურებული სახლების ნანგრევებში 9 ადამიანის, მათ შორის, 2 ბავშვის ცხედარი იპოვეს. საძიებო სამუშაოები კიდევ გრძელდება. 

როგორც გერაშენკომ განაცხადა, საცხოვრებელ სახლებს 500-კილოგრამიანი ბომბები დაუშინეს. მისი თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილი არა მხოლოდ რუსების, არამედ იმ ევროპელი პოლიტიკოსებსა და სტრატეგების სინდისზეა, რომლებმაც ჯერ კიდევ ვერ მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინის ცის დახურვის ან ქვეყნისთვის ძლიერი საზენიტო რაკეტების მიწოდების თაობაზე.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ ატარებს, რომლის მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია“ და „დენაციფიკაციაა“. 

უკრაინული მხარის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით, რუსეთმა დაახლოებით 12 000 სამხედრო და ასობით საბრძოლო ტექნიკა დაკარგა. 

რუსეთი საკუთარი დანაკარგების შესახებ ინფორმაცია ბოლოს 2 მარტს გაავრცელა. მაშინ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაიღუპა 498 რუსი სამხედრო, 1597 კი დაჭრილი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]