weather cur horoscope tv
აგვისტო 05, 2020

ეგვიპტეში 3500 წლის სამარხი აღმოაჩინეს

09:50 კვირა, 10 სექტემბერი 2017 hits 2153
ეგვიპტეში 3500 წლის სამარხი აღმოაჩინეს ფოტო © Reuters

ეგვიპტელმა არქეოლოგებმა ქალაქ ლუქსორში 3500 წლის წინანდელი სამარხი აღმოაჩინეს, რომელიც სამეფო ოქრომჭედელ ამენემხატსა და მის ოჯახს ეკუთვნის. "ბი-ბი-სის" ცნობით, სამარხში რამდენიმე ადამიანის მუმიაა შენახული. აღმოჩენილია სარკოფაგები, დაკრძალვის ნიღბები, სამკაულები და ქანდაკებები.

სამარხი ახალი სამეფოს პერიოდით (ძვ.წ.აღ. XVI-XI საუკუნეები) თარიღდება. ამენემხატი მზის ღმერთის ამონის ტაძარში მსახურობდა. ოქრომჭედელთან ერთად მისი მეუღლისა და ორი შვილის მუმიებია შენახული. არქეოლოგების ვარაუდით, ქალი დაახლოებით 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ვაჟები კი 20-30 წლისანი იყვნენ. მათი ნეშტი კარგად არის შემონახული.

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ახალი აღმოჩენა მათ საშუალებას მისცემს, უკეთესად შეისწავლონ დრა აბუ ელ-ნაგას ნეკროპოლისი, რომელიც ტაძრებითა და სამარხებით არის ცნობილი.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]