weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში წვევამდელების გამოყენება აღიარა

11:16 ხუთშაბათი, 10 მარტი 2022
ფოტოზე - იგორ კონაშენკოვი ფოტოზე - იგორ კონაშენკოვი

რუსეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ უკრაინაში გაგზავნილ ქვედანაყოფებში წვევამდელები იყვნენ. ამ საკითხზე განცხადება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა 9 მარტს გააკეთა.

„სამწუხაროდ, აღმოჩენილია უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში, რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფებში წვევამდელების ყოფნის რამდენიმე ფაქტი. თითქმის ყველა ასეთი სამხედრო მოსამსახურე უკვე გაყვანილია რუსეთის ტერიტორიაზე“, – განაცხადა იგორ კონაშენკოვმა.

მისივე თქმით, რამ რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ქვედანაყოფს „დივერსიული ჯგუფი“ დაესხა თავს და რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის წვევამდელები, ტყვედ ჩავარდა. 

„ამ დროისთვის, ტარდება ყველა ღონისძიება, რათა არ მოხდეს წვევამდელების საბრძოლო მოქმედებების ადგილზე გაგზავნა“, – აღნიშნა კონაშენკოვმა.

ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, 5 მარტს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში დაწყებულ ომში, რომელსაც ის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს, წვევამდელების მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფდა. 

„ამ ოპერაციაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ პროფესიონალი სამხედროები – ოფიცრები და კონტრაქტორები. არცერთი წვევამდელი არ არის და ამის გაკეთებას არ ვაპირებთ“, – ამბობდა პუტინი.

მანამდე, რუსეთის ფედერაციის საბჭოს სხდომაზე სენატორმა ლუდმილა ნარუსოვამ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, უკრინაში გაგზავნეს წვევამდელები, რომლებსაც კონტრაქტზე ხელის მოწერა აიძულეს, ან მათ ნაცვლად მოაწერეს ხელი. მისივე თქმით, 100-კაციანი ქვედანაყოფიდან მხოლოდ 4 ადამიანი დარჩა ცოცხალი. როგორც ლუდმილა ნარუსოვა ამტკიცებდა, თავდაცვის სამინისტროს მიაწოდა სიები (სახელები და გვარები) და იმ სამხედრო ქვედანაყოფების ნომრები, სადაც, მისი ინფორმაციით, წვევამდელები ირიცხებოდნენ, თუმცა უწყება ამ ინფორმაციის დადასტურებზე უარს ეუბნებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]