weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

მარიუპოლში საავადმყოფოს დაბომბვას 3 ადამიანი, მათ შორის, ბავშვი ემსხვერპლა

12:11 ხუთშაბათი, 10 მარტი 2022
ფოტო © Evgeniy Maloletka / AP ფოტო © Evgeniy Maloletka / AP

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში სამშობიარო სახლისა და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის, ერთი ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა. 

მანამდე ცნობილი იყო, რომ დაბომბვის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავებულები ქალები, ბავშვები და ექიმები არიან. 

„რუსული ჯარები მიზანმიმართულად და დაუნდობლად ანადგურებენ მარიუპოლის მშვიდობიან მოსახლეობას. მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს კაცობრიობის, უკრაინის და მარიუპოლის ხალხის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულის შესახებ“, – ნათქვამია მარიუპოლის საქალაქო საბჭოს განცხადებაში, რომელიც Telegram არხზე გავრცელდა.

მარიუპოლში სამშობიარო სახლი და ბავშვთა საავადმყოფო 9 მარტს დაიბომბა, რაშიც უკრაინა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, საავადმყოფოსთან რამდენიმე ბომბი ჩამოაგდეს. 

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. მას შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იმეორებს, რომ რუსი სამხედროების სამიზნე მხოლოდ სამხედრო ობიექტებია და სამოქალაქო ობიექტებს არ ესვრიან.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, 28 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად, 1424 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა, რომელთაგან 516 გარდაიცვალა. გაეროს თანახმად, მოკლულთაგან 98 კაცი, 60 ქალი და 13 ბავშვია. 321 გარდაცვლილის სქესი დაუდგენელია. ძირითადად, ისინი საჰაერო დარტყმებს ემსხვერპლნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]