weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

უკრაინაში მარგარიტა სიმონიანს დაუსწრებლად ბრალი წარუდგინეს

22:50 პარასკევი, 11 მარტი 2022

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალების Russia Today-ის მთავარ რედაქტორს მარგარიტა სიმონიანს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.

როგორც გენპროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა, სასამართლომ პროკურატურას სიმონიანის დაკავების ნებართვა მისცა.

„ვინაიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სასამართლოს ამ ბრძანების აღსრულება (ჯერ) შეუძლებელია, უკრაინელი პროკურორები უახლოეს დღეებში აპირებენ ეჭვმიტანილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების პროცესის დაწყებას. უნდა გესმოდეთ, რომ თქვენ დაგაკავებენ სხვა სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთისას უკრაინაში შემდგომი ექსტრადიციის მიზნით.

„დედა რუსეთო, წამოიყვანე დონბასი სახლში“ - ეს არის ერთ-ერთი იმ ასობით მიზეზიდან, რამაც უკრაინელი პროკურორები აიძულა თქვენთვის ყურადღება მოექციათ“, – განაცხადა ვენედიქტოვამ.

უკრაინის გენპროკურორი სიმონიანს ურჩევს, კარგი იურისტები დაიქირავოს და არ დაუჯეროს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც, დიდი ალბათობით, ურჩევენ არ ინერვიულოს.

მარგარიტა სიმონიანს ბრალად ედება იმ ქმედებების დაფინანსება, რომლებიც ჩადენილია კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი შეცვლის ან დამხობის ან სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების, უკრაინის ტერიტორიის ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლის მიზნით.

 მანამდე უკრაინის გენპროკურატურამ ბრალი წარუდგინა ცნობილ რუს რეჟისორსა და პუტინის მხარდამჭერს, ნიკიტა მიხალკოვს, ასევე მომღერლებს – ნიკოლაი ბასკოვსა და ოლეგ გაზმანოვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]