weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

რუსული ძალების დიდი ნაწილი კიევიდან 25 კილომეტრშია – ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

15:36 შაბათი, 12 მარტი 2022

რუსეთის სახმელეთო ძალების დიდი ნაწილი ამჟამად უკრაინის დედაქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 25 კილომეტრშია თავმოყრილი. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.  

„კიევის ჩრდილო-დასავლეთით ბრძოლა გრძელდება, ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 25 კილომეტრში რუსეთის სახმელეთო ძალების დიდი რაოდენობაა განლაგებული. რუსული კოლონის ნაწილები კიევის ჩრდილოეთით განლაგდნენ. ეს სავარაუდოდ ემსახურება რუსეთის მცდელობას, ქალაქი ალყაში მოაქციოს. ეს ასევე შეიძლება იყოს რუსეთის მცდელობა, შეამციროს საკუთარი დაუცველობა უკრაინის კონტრშეტევების მიმართ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა რუსეთის ძალებს“, – აცხადებენ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში.

რუსეთის ძალების ალყაშია ქალაქები ხარკოვი, ჩერნიჰივი, სუმი და მარიუპოლი.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 17 დღის განმავლობაში ოკუპანტის დანაკარგი 12 ათას სამხედროს აღემატება.

ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 2.5 მილიონმა ადამიანმა დატოვა. გაეროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების შედეგად დაახლოებით 1546 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. მათგან სულ მცირე 564 გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]