weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

უკრაინის იარაღით მომარაგება ქმედებაა, რაც კოლონებს კანონიერ სამიზნეებად აქცევს – რიაბკოვი

17:08 შაბათი, 12 მარტი 2022

რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით გააფრთხილა, რომ უცხოური იარაღის გადამტანი კოლონები შესაძლოა რუსი სამხედროების სამიზნე გახდნენ.

რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

„ჩვენ გავაფრთხილეთ შეერთებული შტატები, რომ მათ მიერ ორკესტრირებული, რიგი ქვეყნებიდან უკრაინის იარაღით მომარაგება არ არის მხოლოდ საშიში ნაბიჯი – ეს არის ქმედება, რომელიც შესაბამის კოლონებს კანონიერ სამიზნეებად აქცევს“, – განაცხადა რიაბკოვმა.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლმა აღნიშნა, რომ აშშ საერთაშორისო ასპარეზზე დაძაბულობის ესკალაციის წყაროა.: „უკვე არაფერს ვამბობ იმის შესახებ, რასაც ისინი მატერიალურად აკეთებენ კიევის კრიმინალური რეჟიმის მხარდაჭერისას“, – თქვა რუსმა დიპლომატმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]