weather cur horoscope tv
აგვისტო 06, 2020

ჩვენ უნდა დავიცვათ უკრაინა – იულია ტიმოშენკო მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

13:41 კვირა, 10 სექტემბერი 2017 hits 1478

იულია ტიმოშენკო, რომელიც უკრაინის საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის "ბატკივშჩინას" ლიდერია, პოლონეთის ქალაქ ჟევუვში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და მას უკრაინის საზღვრამდე გაჰყვება.

„აქ ვიმყოფებით, რადგან, პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავიცვათ უკრაინა, ამით დავიცვათ საკუთარი უფლებები, დემოკრატია და კონსტიტუცია, მათ შორის ფასეულობები, რომლებიც ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა იულია ტიმოშენკომ "რუსთავი 2"-თან.

ტიმოშენკოსთან შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ავტობუსით ოჯახის წევრებთან, ჟურნალისტებთან და მხარდამჭერებთან ერთად "კრაკოვეცის" გამშვები პუნქტისკენ გაემართა.

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ სააკაშვილს ქვეყანაში არ შეუშვებენ.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]