weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

უკრაინაში ომზე საუბრისას პუტინმა ბიბლიის ციტირება მოახდინა

01:31 შაბათი, 19 მარტი 2022

ყირიმის ანექსიის მე-8 წლისთავთან დაკავშირებით მოსკოვში, ლუჟნიკის სტადიონზე კონცერტი გაიმართა, სადაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი სიტყვით გამოვიდა.

პუტინმა ისაუბრა უკრაინაში გაჩაღებულ ომზეც, რომელსაც ის „სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. მან ომის დაწყების საფუძვლად კვლავ დონბასში „გენოციდი“ დაასახელა და იოანეს სახარების ციტირებაც მოახდინა:

„ხალხის გათავისუფლება ამ გენოციდისგან – ეს არის მთავარი საფუძველი, მთავარი მიზეზი, მოტივი და მიზანი იმ სამხედრო ოპერაციის, რომელიც დონბასსა და უკრაინაში დავიწყეთ.

და იცით, თავში მომდის სიტყვები წმინდა წერილიდან: არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის. ვხედავთ, როგორ გმირულად მოქმედებენ და ომობენ ჩვენი ბიჭები ამ ოპერაციის დროს.

ეს სიტყვები ქრისტიანობის წმინდა წერილიდანაა, რომელიც ძვირფასია მათთვის, ვინც ამ რელიგიას აღიარებს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს არის უნივერსალური ღირებულება ყველა ხალხისთვის და ყველა კონფესიის წარმომადგენლისთვის რუსეთში და კონკრეტულად ჩვენი ხალხისთვის – პირველ რიგში ჩვენი ხალხისთვის. ამის საუკეთესო დასტურია ის, თუ როგორ ომობენ, როგორ მოქმედებენ ჩვენი ბიჭები ამ სამხედრო ოპერაციის დროს: მხარდამხარ, ერთმანეთის მხარდაჭერით და თუ საჭიროა, როგორც ღვიძლ ძმას ისე ეფარებიან საკუთარი სხეულით ბრძოლის ველზე ტყვიას. დიდი ხანია, ასეთი ერთიანობა არ გვქონია“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა, რის შემდეგაც, ყოველ წლის 18 მარტს „რუსეთთან ყირიმის მიერთების“ წლისთავი აღინიშნება. წლევანდელი ღონისძიებები უკრაინაში ომის ფონზე ჩატარდა და მათ ე.წ. სამხედრო ოპერაციის მხარდამჭერი ხასიათიც ჰქონდათ. ლუჟნიკის სტადიონის სცენაზე ჩანდა ასო Z, რომელსაც უკრაინაში რუსეთის ქმედებების მხარდასაჭერად იყენებენ და წარწერები: „მსოფლიოსთვის ნაციზმის გარეშე“, „რუსეთისთვის“, „პრეზიდენტისთვის“ (Zа мир без нацизма, Zа Россию, Zа президента).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]