weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

კლინტონი და ბუში ჩიკაგოში უკრაინულ ეკლესიასთან მივიდნენ და მზესუმზირები მიიტანეს

11:39 შაბათი, 19 მარტი 2022

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტები ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში ჩიკაგოში, უკრაინულ ეკლესიაში მივიდნენ და მზესუმზირის ყვავილები მიიტანეს, რითიც უკრაინისადმი სოლიდარობა გამოხატეს.

ეკლესიასთან მისვლის ვიდეო ბილ კლინტონის Twitter-ის ანგარიშზე გამოქვეყნდა წარწერით: „თავისუფლებისთვის და ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკა უკრაინელ ხალხთან ერთად დგას“.

ჩიკაგოში ბევრი უკრაინელი ცხოვრობს და ის უკრაინის დედაქალაქის, კიევის დობილი ქალაქია. ყოფილმა პრეზიდენტებმა ამერიკელებს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

24 დღის წინ, 24 თებერვალს, გამთენიისას უკრაინაში რუსეთი შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ამას წინ უძღოდა თვეების განმავლობაში უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების მობილიზება და პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების – ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]