weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

უკრაინის მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა 14 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა

12:45 შაბათი, 19 მარტი 2022
განადგურებული რუსული ტანკი ხარკოვში განადგურებული რუსული ტანკი ხარკოვში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. გენშტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 19 მარტამდე დაღუპულია დაახლოებით 14 400 რუსი სამხედრო.

გარდა ამისა, უკრაინის ცნობით, რუსეთმა დაკარგა 1470 ერთეული ჯავშანტექნიკა, 466 ტანკი, 213 საარტილერიო სისტემა, 72 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 44 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 95 თვითმფრინავი, 115 ვერტმფრენი, 914 სატრანსპორტო საშუალება, 3 გემი/კატერი, 60 საწვავის ავზი, 17 უპილოტო საფრენი აპარატი და 11 სპეციალური ტექნიკა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საკუთარი დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. დღეს უწყების წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, უკრაინაში ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, გაანადგურეს 196 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, 1438 ტანკი და სხვადასხვა ჯავშანტექნიკა, 145 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 1237 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა, 556 საველე არტილერია და ნაღმტყორცნები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]