weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

„ნოვაია გაზეტას“ რედაქტორი უკრაინელების დასახმარებლად ნობელის პრემიის მედალს ყიდის

16:51 სამშაბათი, 22 მარტი 2022

რუსული კრიტიკული გაზეთის – „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი დმიტრი მურატოვი ნობელის პრემიის მედალს ყიდის, რათა ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელებს დაეხმაროს.

„მე და „ნოვაია გაზეტამ“ გადავწყვიტეთ, 2021 წლის ნობელის პრემიის მედალი გადავეცეთ უკრაინელ ლტოლვილთა დახმარების ფონდს. ვთხოვ სააუქციონო სახლებს გამოგვეხმაურონ და აუქციონზე გამოიტანონ მთელ მსოფლიოში ცნობილი ეს ჯილდო“, – ამბობს მურატოვი.

„ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი ასევე აცხადებს, რომ უკრაინაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ცეცხლი, უნდა მოხდეს ტყვეების გაცვლა, დაღუპულთა ცხედრების გადასვენება, ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა და ლტოლვილების დახმარება.

დმიტრი მურატოვს 2021 წლის ნობელის პრემია მიენიჭა „სიტყვის თავისუფლების (რაც დემოკრატიისა და ხანგრძლივი მშვიდობის წინაპირობაა) შენარჩუნებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]