weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

პესკოვი: ბირთვულ იარაღს გამოვიყენებთ მხოლოდ მაშინ თუ იარსებებს რეალური საფრთხე

10:43 ოთხშაბათი, 23 მარტი 2022

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს მხოლოდ ქვეყნისთვის ეგზისტენციალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში გამოიყენებს. ამის შესახებ მან ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ეთერში თქვა.

„ჩვენ გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, ის საჯაროა, თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ყველა მიზეზი, რის გამოც შეიძლება ბირთვული იარაღის გამოყენება. ანუ, თუ იქნება საფრთხე ქვეყნის არსებობისთვის, მაშინ ის შეიძლება იქნეს გამოყენებული ჩვენი კონცეფციის შესაბამისად“, – განაცხადა პესკოვმა.

უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, 27 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების, რომელშიც ბირთვული იარაღიც შედის, სპეციალურ მზადყოფნაში მოყვანა ბრძანა.

24 თებერვალს, უკრაინაში შეჭრის გამოცხადებისას პუტინმა თქვა: „ვინც არ უნდა სცადოს შეგვიშალოს ხელი, მით უმეტეს, გარედან შექმნას საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის, უნდა იცოდეს, რომ რუსეთის პასუხი მყისიერი იქნება და მიგიყვანთ ისეთ შედეგებამდე, რომლის წინაშეც ისტორიაში არ დამდგარხართ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]