weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

პესკოვის თქმით, პუტინს უკრაინაში თავისი მიზნებისთვის ჯერ არ მიუღწევია

11:26 ოთხშაბათი, 23 მარტი 2022

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა CNN-ის ეთერში, ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას მიაღწია პუტინმა უკრაინაში დღემდე, უპასუხა, რომ მას თავისი მიზნებისთვის ჯერ არ მიუღწევია.

„ჯერ არ მიუღწევია. ჩვენ ვსაუბრობთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე, რომელიც მიმდინარეობს და მიმდინარეობს მკაცრად იმ გეგმებისა და მიზნების შესაბამისად, რომლებიც წინასწარ იყო ჩამოყალიბებული“, – განაცხადა პესკოვმა.

მისივე თქმით, არავის უფიქრია, რომ ე.წ. ოპერაცია რამდენიმე დღეში დასრულდებოდა.

„ეს სერიოზული ოპერაციაა, რომელსაც სერიოზული მიზნები აქვს. თუ გავიხსენებთ მთავარ მიზნებს, ეს იყო უკრაინის სამხედრო პოტენციალის მოშორება და ამის გამო ხდება, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ჩვენი სამხედროების სამიზნე მხოლოდ სამხედრო ობიექტებია და არა სამოქალაქო. რუსეთის შეიარაღებული ძალები არ არტყამენ სამოქალაქო სამიზნეებს. მეორე მიზანია, რომ უკრაინა ანტირუსული ცენტრიდან ნეიტრალურ ქვეყნად იქცეს, ხოლო მესამე – ნაციონალისტების ბატალიონების აღმოფხვრა, რომლებიც ახლა რეალურად ეწინააღმდეგებიან რუსეთის ჯარებს და ცდილობენ მშვიდობიანი მოსახლეობა აიფარონ ფარად.

გარდა მისა, უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა აღიარებს ფაქტს, რომ ყირიმი რუსეთის განუყოფელი ნაწილია, რომ ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკები დამოუკიდებელი სახელმწიფოებია“, – განაცხადა პესკოვმა.  

პუტინის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს შორის უკრაინის ოკუპაცია არ არის. 

რუსეთი უკრაინაში თითქმის ერთი თვის წინ, 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება საპირისპიროს ამტკიცებს, რუსული ავიადარტყმებისა და საარტილერიო ცეცხლის სამიზნე სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის, საცხოვრებელი სახლები, სკოლები და საავადმყოფოები ხდებიან. გაეროს მონაცემებით, ამ პერიოდის განმავლობაში მოკლულია სულ მცირე 953 მშვიდობიანი მოქალაქე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]