weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

კიევში ლიეტუვას თავდაცვის მინისტრი ჩავიდა

23:16 ოთხშაბათი, 23 მარტი 2022
ოლექსი რეზნიკოვი და არვიდას ანუსაუსკასი ოლექსი რეზნიკოვი და არვიდას ანუსაუსკასი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი კიევში ჩასულ ლიეტუველ კოლეგას, არვიდას ანუსაუსკასს შეხვდა. ანუსაუსკასი პირველი უცხოელი თავდაცვის მინისტრია, ვინც ომის დაწყების შემდეგ კიევს ეწვია.

როგორც რეზნიკოვმა თქვა, ლიეტუვა უკრაინას მხოლოდ სიტყვით არ უჭერს მხარს.

„მაინტერესებს ვინ იქნება შემდეგი მამაცი. ჩემი ლიტველი კოლეგის ვიზიტი არ არის მხოლოდ მხარდაჭერის ჟესტი. ლიეტუვასგან ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება გვაქვს. შეგახსენებთ, რომ ოფიციალურმა ვილნიუსმა პირველმა მოგვცა Stinger-ები და ეს სრულმასშტაბიან შემოჭრამდე მოხდა“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

რამდენიმე დღის წინ ლიეტუვას პარლამენტმა ერთსულოვნად მიიღო რეზოლუცია, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მოუწოდებს „დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები უკრაინის თავზე აკრძალული საფრენი ზონის უზრუნველსაყოფად, რათა შეაჩეროს მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი სიკვდილი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]