weather cur horoscope tv
მაისი 05, 2024

4 კვირაში რუსეთმა 15 800 სამხედრო, 530 ტანკი და 108 თვითმფრინავი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

12:45 ხუთშაბათი, 24 მარტი 2022

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 24 მარტამდე რუსეთმა დაახლოებით 15 800 სამხედრო დაკარგა.

უკრაინული მხარის მონაცემებით, ამავე პერიოდში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგა 530 ერთეული ტანკი, 1597 – საბრძოლო ჯავშანტექნიკა, 280 – საარტილერიო სისტემა, 82 – ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 47 – საჰაერო თავდაცვის სისტემა, 108 – თვითმფრინავი, 124 – ვერტმფრენი, 1033 – საავტომობილო ტექნიკა, 4 – ხომალდი და კატერი, 72 – საწვავის ავზი, 50 – ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 16 – სპეციალური აღჭურვილობა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემები ზუსტდება, გამოთვლას კი ინტენსიური საომარი მოქმედებები ართულებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში საკუთარი სამხედრო დანაკარგის შესახებ ინფორმაცია პირველად და უკანსაკნელად 2 მარტს გაავრცელა. უწყების ცნობით, ე.წ. „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ 498 ჯარისკაცი იყო დაღუპული, დაჭრილთა რაოდენობა კი 1597-ს შეადგენდა.

რაც შეეხება უკრაინის დანაკარგს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 მარტს თქვა, რომ 24 თებერვლიდან 1300 უკრაინელი სამხედრო იყო დაღუპული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]