weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რუსული საფრთხის წინაშე მდგარი ქვეყნებისთვის კონკრეტულ წინადადებებს NATO აპრილში განიხილავს

21:00 ხუთშაბათი, 24 მარტი 2022

NATO-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა საგანგებო სამიტის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის საფრთხეების წინაშე მდგარი ქვეყნების დასახმარებლად კონკრეტული წინადადებები აპრილში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იქნება განხილული.

„ჩვენ ინდივიდუალური მხარდაჭერით უზრუნველვყოფთ პარტნიორებს, რომლებიც რუსეთის საფრთხეებს და ჩარევას ექვემდებარებიან. ჩვენ გავზრდით ჩვენს დახმარებას, რათა დავეხმაროთ მათ წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის მავნე გავლენებს და გააძლიერონ თავიანთი მდგრადობა ჩვენი პარტნიორების საჭიროებებისა და ჩვენი გრძელვადიანი პარტნიორობის პროგრამების საფუძველზე. აპრილში საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ კონკრეტულ წინადადებებს ამ პარტნიორების მიმართ ჩვენი მხარდაჭერის გასაძლიერებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, NATO-მ და ევროკავშირმა უნდა გააგრძელონ იმ ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებიც რუსეთის ზეწოლის რისკის ქვეშ არიან. მან ასეთ ქვეყნებს შორის საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა დაასახელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]