weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

რუსეთში „თანამემამულედ“ ცნობისთვის რუსულის ცოდნა სავალდებულო იქნება – კანონპროექტი

17:13 სამშაბათი, 29 მარტი 2022
კანონპროექტის ინიციატორი კონსტანტინ ზატულინი კანონპროექტის ინიციატორი კონსტანტინ ზატულინი

რუსეთის მმართველმა პარტიის „ერთიანი რუსეთის“ წევრმა, კონსტანტინ ზატულინმა დუმაში წარადგინა კანონპროექტი, რომელის მიხედვითაც, „თანამემამულე“ შესაძლოა ეწოდოს მხოლოდ მათ, ვინც რუსულ ენაზე საუბრობს.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტი აღმოფხვრის ცნების „თანამემამულე“ არაგონივრულად ფართო ინტერპრეტაციის ნაკლოვანებებს. კერძოდ, „თანამემამულეებად“ აღიარებული იქნებიან რუსეთის ფარგლებს გარეთ მცხოვრები პირები და მათი შთამომავლები, რომლებიც საუბრობენ რუსულად და მიეკუთვნებიან რუსეთის ტერიტორიაზე ისტორიულად მცხოვრებ ხალხებს, აგრეთვე ისინი, ვინც რუსეთთან სულიერი, კულტურული და იურიდიული კავშირის სასარგებლოდ თავისუფალი არჩევანი გააკეთეს და რომელთა პირდაპირ აღმავალი ხაზის ნათესავები დაბადებული იყვნენ ან ცხოვრობდნენ რუსეთის ფედერაციაში.

„თუ სახელმწიფო ზრუნავს მათზე, ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს, ინარჩუნებს რუსულ კულტურულ იდენტობას, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია ყველა რუსისთვის საერთო ენის, რუსეთის სახელმწიფო ენის ცოდნა, მაშინ, ბუნებრივია, რომ ცნება „თანამემამულე“ რუსული ენის ცოდნის პირობას მოიცავდეს“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

რუსეთში დღეს მოქმედი კანონის მიხედვით, „თანამემამულეებად“ აღიარებულნი არიან საზღვარგარეთ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები, ემიგრანტები ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან და მათი შვილები. კანონპროექტის მიხედვით, „თანამემამულის“ სტატუსის მისანიჭებლად სავალდებულო იქნება რუსული ენის ცოდნაც.

პირები, რომელთაც რუსეთი „თანამემამულედ“ აღიარებს, რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების უფლება აქვთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]