weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

ლუკაშენკოს პუტინზე ნაკლებად არ სტკივა გული იმის გამო, რაც უკრაინაში ხდება – პესკოვი

17:18 შაბათი, 02 აპრილი 2022

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს „აბსოლუტურად უნიკალური ურთიერთობა“ აქვთ. პესკოვმა ეს ტელეკომპანია „ბელარუს-1-თან“ ინტერვიუს დროს თქვა.  

„მათ ისე ესმით, ჩვენს ქვეყნებში და ჩვენს ირგვლივ განვითარებული მოვლენების არსი, როგორც არავის სხვას.

დარწმუნებული ვარ, იმის გამო, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ალექსანდრ გრიგორის ძეს გული არანაკლებ მტკივა, ვიდრე ვლადიმირ ვლადიმირის ძეს.

მათ ასევე ესმით, რომ შეიძლება უთანხმოება გვქონდეს, მაგრამ მათთვის ყოველთვის მთავარია მეგობრული დიალოგის გაგრძელება. თუმცა, მერწმუნეთ, ისინი ზოგჯერ ძალიან მკაცრად საუბრობენ, რადგან ძალიან მკაცრად იცავენ თავიანთი ქვეყნების ინტერესებს“, – განაცხადა პესკოვმა.

ალექსანდრ ლუკაშენკომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ „უკრაინა ბელარუსის ტერიტორიაზე, რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივ ჯარზე თავდასხმისთვის ემზადებოდა“.

„ჩვენ არ დავსხმივართ მათ თავს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პრევენციულად დაიწყეს სროლა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩვენ თქვენთან სახლში ვიყავით, ორი დღით ადრე... ახლა გაჩვენებთ, საიდან მზადდებოდა თავდასხმა ბელარუსზე. ოპერაციამდე 6 საათით ადრე რომ არ ყოფილიყო მიტანილი პრევენციული დარტყმა პოზიციებზე - 4 პოზიციაზე, ახლა გაჩვენებთ, რუკა მაქვს მოტანილი, ისინი თავს დაესხმებოდნენ ჩვენს, ბელარუსისა და რუსეთის ჯარებს, რომლებიც სწავლებაზე იყვნენ. ამიტომ ჩვენ არ დაგვიწყია ომი, ჩვენ სინდისი სუფთა გვაქვს“, – უთხრა ლუკაშენკომ პუტინს 11 მარტს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]