weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

მერკელს და სარკოზის ბუჩაში ვიწვევ, ნახონ რა მოჰყვა რუსეთთან დათმობებს – ზელენსკი

10:52 ორშაბათი, 04 აპრილი 2022

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის ექსპრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ქალაქ ბუჩაში მიიწვია, რათა ნახონ რა მოჰყვა რუსეთისადმი დათმობის პოლიტიკას.

„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ამის შესახებ ზელენსკიმ 3 აპრილს გავრცელებული ვიდეომიმართვის დროს ისაუბრა.

„საჭიროა კიდევ გაკეთდეს დასკვნები და არა მარტო რუსეთზე, არამედ ასევე იმ პოლიტიკურ ქცევაზე, რამაც რეალურად დაუშვა ეს ბოროტება ჩვენს მიწაზე. დღეს ბუქარესტის სამიტის მე-14 წლისთავია. მაშინ იყო შანსი, რომ უკრაინა გამოეყვანათ აღმოსავლეთ ევროპის „ნაცრისფერი ზონიდან“, NATO-სა და რუსეთს შორის არსებული „ნაცრისფერი ზონიდან“. „ნაცრისფერი ზონიდან“, რომლის შესახებაც მოსკოვში ფიქრობენ, რომ მათ აქ ყველაფრის უფლება აქვთ, ყველაზე საშინელი ომის დანაშაულებისაც კი.

მაშინ, 2008 წელს, ოპტიმისტური დიპლომატიური ფორმულირებებით, რომ უკრაინა შეძლებდა NATO-ში გაწევრიანებას, დამალული იყო ალიანსში უკრაინის მიღებაზე უარი. დამალული იყო ზოგიერთი პოლიტიკოსების უაზრო შიში რუსეთის წინაშე.

ისინი ფიქრობდნენ, რომ უკრაინისთვის უარის თქმით რუსეთს დააწყნარებდნენ, დაარწმუნებდნენ, რომ უკრაინისთვის პატივი ეცა და ნორმალურად ეცხოვრა ჩვენთან ერთად.

იმ მცარი გათვლის შემდეგ, 14 წლის განმავლობაში, უკრაინამ გადაიტანა რევულუცია და 8-წლიანი ომი დონბასში, ახლა კი გადარჩენისთვის ვიბრძვით ომში, რომელიც ყველაზე საშინელი ომია ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

მე ვეპატიჟები ქალბატონ მერკელს, ბატონ სარკოზის ეწვიონ ბუჩას და ნახონ, 14 წლის განმავლობაში რა მოჰყვა რუსეთისადმი დათმობების პოლიტიკას, საკუთარი თვალით ნახონ ნაწამები უკრაინელები“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

2008 წლის 2-3 აპრილს, ქალაქ ბუქარესტში, NATO-ს სამიტი გაიმართა, სადაც უკრაინამ და საქართველომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) ვერ მიიღეს, მაგრამ მიიღეს დაპირება, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გახდებიან.

ბუქარესტის სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უკრაინისა და საქართველოსთვი MAP-ის მინიჭებას ითხოვდა, თუმცა ამას ეწინააღმდეგებოდნენ გერმანია და საფრანგეთი. ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი ამტკიცებდა, რომ ასეთი ნაბიჯი რუსეთთან უთანხომოებას გაამწვავებდა. ბუქარესტის სამიტიდან რამდენიმე თვეში, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, რასაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება მოჰყვა.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]